Skip to content
April 11, 2011 / saniday

Red Riding Hood – Review

7 აპრილს, კინოთეატრ ამირანში შედგა ბინდის რეჟისორის – კეტრინ ჰარდვიკის ახალი ფილმის – წითელქუდას პრემიერა.

როდესაც ბინდის მეორე ნაწილის – ახალი მთვარის გადაღება სამიტ ინტერტეინმენტმა ახალ რეჟისორს – კრის ვეიტსს შესთავაზა,  კეტრინმა ვეღარ შეძლო ბინდის სხვა ნაწილების დიდ ეკრანზე გადმოტანა როგორც უნდოდა, მაგრამ რადგანაც იგი ძალიან მოხიბულული იყო პარანორმალური სამყაროთი, წამოიწყო ახალი პროექტი “წითელქუდა”

სიუჟეტის მიმოხილვა:

წითელქუდაში მთავარ როლს ამანდა სეიფილდი ასრულებს, იგი შუა საუკუნეების პატარა სოფელში დასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბავშვობიდან მას ერთი ხის მჭრელი, ობოლი პიტერი უყვარს, მაგრამ პიტერი როდია ერთადერთი ბიჭი ამ სოფელში მოხიბლული ვალერით. გაჭირვების გამო, დედა გადაწყვეტს, რომ სხვა ბიჭს, ჰენრის მიათხოვოს ვალერი, რადგანაც მისი მშობლები მატერიალურად დაეხმარნენ მის სანაცვლოდ. ვალერი არ იცნობს ჰენრის კარგად, თანაც პიტერს და მას ერთმანეთი უყვართ, ასე რომ გაქცევას გადაწყვეტენ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა,  მათ გაქცევამდე სოფელს მგელი დაესხმება თავს და ვალერის დას შეიწირავს, ახლა უკვე ვეღარ მიატოვებს ოჯახს ვალერი და სოფელთან ერთად მზადაა შური იძიოს, ამ სოფელში კი არავინ იცის ჯერ რომ საქმე ასე მარტივად არაა, როდესაც რამოდენიმე დღის შემდეგ სოფელში მამა სოლომონი (გარი ოლდმენი) ჩამოვა, იგი ახალ ეჭვს დაბადებს, სოფლის მიერ მოკლული მგელი როდია ნამდვილი საფრთხე, თურმე მგელი ყველა შეიძლება იყოს, ამის შემდეგ აღარავინაა სანდო და სოფელი ეჭვქვეშაა.

***

ფილმის განხილვა:

რადგანაც ბინდი საკმაოდ ბევრჯერ მაქვს ნანახი, ძნელი პარალელების არ გავლება, არის რაღაც დეტალები რასაც კეტრინმა ვერ აუარა გვერდი, მაგალითად ვერტმფრენიდან გადაღებული ტყის ხედები, მრავლადაა ფილმში ისევე როგორც ბინდში და საკმაოდ ალამაზებს მას. ვალერის მამას ბილი ბერკი, (ბინდიდან ბელას მამა) ასრულებს. ასევე იკვეთება სასიყვარულო სამკუთხედი, ესეც მსგავსებაა, რომელზეც თვალს ვერ დახუჭავ.

სიუჟეტი ნორმალურად მიდის, არც მოსაწყენია და არც მთლად დატვირთლი, თუმცა მთელი ფილმი გაგდევს იმის ეჭვი, თუ ვინაა მაქცია და ვინ ვის მხარესაა, ეს საკმაოდ სახალისოა, რადგანაც ყველაზე ეჭვობ. არის რამოდენიმე სასაცილო მომენტიც, რაზეც დარბაზი მხიარულობდა, მაგალითად ფილმში წითელქუდას ცნობილი ციტატაა შემოტანილი:

– “ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?”

– “იმიტომ რომ უკეთ დაგინახო”

აღსანიშნავია გარი ოლდმენის გამოჩენა კასტში, ეს ყოველთვის უფრო საინტერესოს ხდის ფილმს, კარგად თამაშობენ სხვა მსახიობებიც, ვერ გაექცევი იმ ფატქვს, რომ ამანდა სეიფილდი ძალიან ლამაზია,  სასიყვარულო სამკუთხედს კი რომანტიკის და ვნების მომენტები შემოაქვს.

ნორმალურად არის გაკეთებული მგლების გრაფიკა, საკმაოდ დამაჯერებელია და “ლა პუშის” სემსაც კი მაგონებს მომენტებში.

საბოლოო ჯამში, ფილმი საინტერესოა და გასართობი, თუ გიზიდავს პარანორმალური ფილმები, განსაკუთრებით მაქციებზე, აუცილებლად წადი კინოთეატრ ამირანში და ისიამოვნე, გამოიცანი ვინ არის ნამდვილი მაქცია ^_^

ასევე წაიკითხვე წითელქუდას განხილვები:

ბინდის ოფიციალურ ფან კუბის გვერდზე

და კინობლოგზე

IMDB official guide

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: