Skip to content
December 21, 2010 / saniday

My Father’s Journal

სიტყვა დღიურზე ყოველთვის ჩემი საკუთარი, მიტოვებული ნაირ–ნაირი ბლოკნოტები მახსენდება, რომელშიც ყოველ ჯერზე თავიდან ვცდილობდი მომეყოლა ჩემი ისტორია, მაგრამ მბეზრდებოდა და ასე ვტოვებდი ხოლმე.

მამაჩემსაც ბევრჯერ უყიდია ჩემთვის დღიური. ერთხელ მახსოვს სახლში მივდიოდით იმის შემდეგ, რაც ჰარი პოტერის ყდიანი ბლოკნოტი მიყიდა და ვკითხე თუ რას ნიშნავდა ежедневник. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემი დღიურებს წერდა. (ვითომ რა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც)

ახლა, რადგანაც ნივთების გადალაგება მომიწია მამაჩემის სახლიდან, შემთხვევით მის დღიურს წავაწყდი. დღიური 1983 წელს იწყება, როდესაც მამაჩემი 20 წლის  იყო. იგი თსუ–ს სტუდენტი იყო და სტუდქალაქში ცხოვრობდა.

ვერ წარმოიდგენთ რა უცნაური შეგრძნებაა ამ დღიურის კითხვა. ძნელი გასაცნობიერებელია, რომ ეს ნიკო ორველაშვილის დღიურია, თითქოს ვიღაც უცნობი, ახალგაზრდა წიგნის პერსონაჟის დაწერილი ყოფილიყოს.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩვენი მამები ერთ დროს ახალგაზრდები იყვნენ, სხვა შეხედულებები ჰქონდათ და სხვანაირად ცხოვრობდნენ. ჩვენ კი ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს ვიცნობთ, რომლებსაც უკვე ოჯახი შეუქმნიათ და მუშაობაც დაუწყიათ.

ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის რომ მამას ვგავდი. იცით დაახლოებით როგორ? აი ჰარი პოტერს რომ ეუბნება ყველა, როგორ გავხარ ჯეიმსს, მაგრამ ლილის თვალები გაქვსო )) და ჰარისაც რომ დაზეპირებული აქვს ეს ფრაზა.

მაგრამ მე და ჩემმა ახლობლებმა ვიცოდით, რომ მამას მარტო გარეგნობით არ ვგავდი, არამედ ხასიათითაც, ქსევებითაც, განსაკუთრებით სიჯიუტით.

ყველაზე სასაცილო ალბათ ის არის, რომ ყველა მაჯერებდა მამაშენს სწავლაში არ დაემსგავსე, ნიჭი გაქვს მაგრამ ზედმეტად ზარმაცი ხარ და ნიკო როგორი მონდომებული და ბეჯითიაო. მეც მჯეროდა. არა იმიტომ, რომ მათ ასე მითხრეს, იმიტომ, რომ მართლაც ასეთი იყო მამაჩემი როცა მე მას ვიცნობდი.

ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ ყოფილა, მეც ზუსტად მამაჩემისნაირი თინეიჯერი ვარ, ყოველი მისი დღიური ღამე იწერება, იმიტომ რომ დღე უფრო საინტერესო რამეებითაა დაკავებული, თსუ–ს მიდამოებში სეირნობს, ზოგ ლექციაზე ძინავს, ზოგიც ისეთი საინტერესოა, რომ გაოცებას ვერ მალავს, დადის ტრამვაით, ნახულობს მეგობრებს, მაღლივის ისტორიებს ყვება, მოდის სტუდქალაქში,მყუდროდ გრძნობს თავს მის ოთახში და ღამ–ღამობით, მუსიკის ფონზე მეცადინეობს, ჭამს, წერს, ათას რამეს აკეთებს ძილის გარდა, და გამთენიისას, სანამ დაწვება იმაზე წუწუნებს, რომ რაღაც ესეს დამთავრება ვერ მოასწრო და დილით ადრეა ასადგომი, ეძინება და გაღვიძება ეზარება – ისევე როგორც მე.

კი, აქამდეც ვიცოდი რომ ეს ღამის გათენების ჩვევა მამაჩემისგან მქონდა, მაგრამ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა ამას კითხულობ და ვერ იჯერებ, რომ მამის დღიურია.

ვერ წარმოიდგენთ როგორი მიამიტია ნიკო 20 წლის ასაკში, სულ სხვანაირი. სინამდვილეში იგივე ადამიანია, უბრალოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არ გაუცნობიერებია რა სურს, ვის ეძებს ამ ცხოვრებაში და ზუსტად რა უნდა.

შეიძლება ითქვას, რომ მე უფრო ადრე გავიზარდე, ვიდრე მამაჩემი მაგ მხრივ, მაგრამ მას უკვე ბევრი პასუხისმგებლობები აკისრია, მშობლებისგან მოშორებით ცხოვრობს და ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

დღიური პირადული რამაა, იგივეა, რაც ვინმეს ფიქრებში ჩაიხედო, მაგრამ ამჯერად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, თითქოს რაღაც მომემატა მისი დღიურის წაკითხვით, რასაც ასე ვერ გადმოვცემ, მაგრამ კარგი შეგრძნებაა, თითქოს ვიცი, რომ ისიც ისურვებდა ეს წამეკეთხა, არ ვიცი.

სამწუხაროდ დღიური ყველაზე საინტერესო პერიოდში წყდება, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მე ვიბადები, არადა იმდენად ჩამითრია, რომ სიამოვნებით გავაგრძელებდი კითხვას, როგორც წიგნში ვინმეს ცხოვრების ისტორიას, ისტორიას რომელთანაც ჩემ თავს გავაიგივებდი.

Advertisements

2 Comments

Leave a Comment
  1. mari / Dec 27 2010 3:24 pm

    ბანალურად ჟღერს, მაგრამ გული ამიჩუყდა ამის წაკითხვაზე.
    რამდენიმე კვირის წინ მეც ვიპოვნე სახლში მამაჩემის დღიური, მაგრამ ვერ წავიკითხე. ერთის მხრივ მგონია, რომ სხვისი დღიურის კითხვა არ შეიძლება, მაგრამ თან ისიც ვიცი, რომ ახლა ის დღიური ჩემი საკუთრებაა. ოდესმე ალბათ მაინც მივბაძავ შენს მაგალითს და წავიკითხავ. მგონი არ ეწყინებოდა.

    • ☼ Sani / Dec 27 2010 3:31 pm

      კი, მეც ასე ვფიქრობ
      as if I was meant to read it :]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: