Skip to content
December 14, 2010 / saniday

ნარნიას ქრონიკები – აისის დამპყრობელი

რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ნარნიაზე.

სანამ განხილვას დავიწყებდე, მოკლე სიჯეტი თუ როგორ ვითარდება მოვლენები ამ ფილმში:

ვეღარ ვხედავთ პიტერს და სიუზანს, უფრო სწორედ მხოლოდ რამოდენიმე კადრში, მაგრამ ისინი აღარ არიან ფილმის მთავარი პერსონაჟები.

ლიუსი და ედმუნდი აგრძელებენ მოგზაურობას მის ბიძაშვილ – იუსტასთან ერთად.

ხვდებიან პრინც კასპიანს და გემის ეკიპაჟთან ერთად აისის დამპყრობლის მისიის შესასრულებლად მიემართებიან.


მთლიანობაში, მე ამ ფილმიდან უფრო მეტს ველოდი, უფრო სწორად, მინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს მესამე ფილმია და მხოლოდ ორნი დარჩნენ, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.

ფილმი მთლიანობაში ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია, მაგრამ აქვს იუმორით გაჯერებული ბევრი მომენტები, რაზეც იხალისებთ.  შესამჩნევია ასლანის არყოფნა, მე ძალიან დამაკლდა.

ალბათ ეს განცდაც იმისგანაა გამოწვეული, რომ ჩვენ, ნარნიის მოყვარულები სხვა ნარნიას ვართ შეჩვეულნი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მომეწონა როგორ იყო გამოკვეთილი ფილმის მთავარი დატვირთვა, ის რაც ფილმის პერსონაჟებს აწუხებთ:

ლიუსი – სურს რომ სიუზანივით ლამაზი იყოს

ედმუნდი – ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებს

იუსტასი – შიშის დაძლევას ცდილობს

კასპიანი – დანაშაულის გრძნობა მამის გამო

საბოლოო ჯამში ყველას პრობლემები გვარდება და ფილმი უფრო საინტერესო ხდება ფინალისკენ.

ჩვენი საყვარელი ასლანიც ჩნდება და გვამცნობს მიზეზს, თუ რატომ აღარ დაბრუნდნენ სიუზანი და პიტერი ნარნიაში

და რატომ ამოწურეს ედმუნდმა და ლიუსიმაც დრო.

თუ ამის გაგება გსურთ და საგის გაგრძელების ნახვა გინდათ,

წადით და უყურეთ ფილმს დიდ ეკრანებზე, ქართულ და რუსულ ენებზე,

კინოთეატრ ამირანსა და რუსთაველში, 10 დეკემრიდან.

შემდეგ ფილმში კი უკვე იუსტასს ველით, ამჯერად ნარნიის გასაოცარი სამყარო მისთვის გაიღება.

კინობლოგის განხილვა

IMDB

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: