Skip to content
November 27, 2010 / saniday

Harry Potter 7 – საღამოს ჩვენება და ფილმის განხილვა

ყურადღება! პოსტი გაჯერებულია სპოილერებით! არ წაიკითხოთ თუ ჯერ ფილმი არ გინახავთ!

25 ნოემბერი, დახურული ჩვენების დღე

მოვიდა ჰარი პოტერის და სიკვდილის საჩუქრების ნახვის დღეც! ^^

როგორ ვემზადებოდი ^___^

გუშინ, 25–ში, კინოთეატრმა რუსთაველმა მიგვიწვია ღამის დახურულ სეანსზე, (00:00) ასე რომ მიტოვებულ,მისიკურ კინოთეატრში ველოდით დროის მოსვლას, საერთოდ, მთელი დღე საკმაოდ უცნაურად გავიდა))

დაიწყო ფილმი და რათქმაუნდა ისევ ის შეგრძნება, სანამ რამოდენიმე წუთი გავა, რომ ვერ აცნობიერებ, რომ მართლა უყურებ და ტრეილერი არაა))

ფილმი 2 საათი და 20 წუთი გრძელდებოდა და არც ერთხელ მიფიქრია, რომ მოსაბეზრებელი ან თუნდაც გაწელილი იყო. კი, მართალია ბევრი ბუნების კადრები იყო, მაგრამ მთლად დისკავერის ნამდვილად არ დამსგავსებია))

ფილმი ვითარდება წიგნთან საკმაოდ ახლოს, არის გაჯერებული იუმორით, ლამაზი ინგლისის ხედებით და ცოტაოდენი ექშენით. სთორილაინი არ არის მომაბეზრებელი, ყველაფერი გათვლილია, ტრიოს თავისი გზა აქვს, ამასობაში კი გვაჩვენებენ რა ხდება ბნელ მხარეს, რას მოიმოქმედებს ვოლდემორი და რა ხილვები აქვს ჰარის იარის ტკივილის გამო. საკმაოდ სახალისოა ვიზლების სცენა, ფრედი და ჯორჯი რათმქუნდა შეუდარებლები არიან, რონი ალბათ ყველას უყვარს, ვიცით რა სულელურ და საყვარელ ფრაზებს წამოროშავს ხოლმე, მაგრამ ამ ნაწილში განსაკუთრებით საყვარელია და მუდმივად მაცინებდა, მის სიმსუქნესაც არ შევუწუხებივარ, რაც სხვა მაყურებლებმა რატომღაც აღნიშნეს : P ფლერი ისევ ბრუნდება და რაც მთავარია ბილ უიზლი ვიხილეთ, რომელსაც საყვარელი ბრენდან გლისონის – მედ აი მუდის შვილი – დომნაჰალ გლისონი ასრულებს. სამწუხაროდ ფილმში არ ჩანდა ჩარლი, რომელიც წესით ქორწილისთვის უნდა ჩამოსულიყო და ძალიან ველოდი მისი გმირის გამოჩენას ♥

მსახიობებს თუ გადავხედავთ, ყველამ კარგად იცის, რომ ბრიტანელი ვარსკვლავები თავს იყრიან შვიდივე ფილმში. ძირითადი მყარი და შეუდარებელი კასტის გარდა მატებაა ბილ ნაითის (რუფუს სკრიმჯერის), რაიზ იფანსის (ქსენოფილიუს ლავგუდი) ჯეიმი ქემფბელ ბაუერის (ახალგაზრდა გრინდელვადი) და ბევრი სხვა ნიჭიერი მსახიობების ჩათვლით, რომლებიც ფილმს უფრო ხარისხიანს და სასიამოვნო საყურებელს ხდიან.

უნდა ავღნიშნო, რომ საკამოდ საინტერესო იყო სამინისტორში შეპარვის სცენა და ტრიოს გმირები რომლებიც რეგ კატერმორს, ალბერტ რანკორნს და მაფალდა ჰოპკრიკს ასრულებენ. დარბაზში ყველამ ბევრი ვიცინეთ მაფალდას (ჰერმაინის) სახეზე, ალბერტის (ჰარის) სიარულზე და რეგის (რონის) ‘კოცნაზეც’ )))

ძალიან მნიშვნელოვანია ტრიოს ურთიერთობები, და მეგობრობის და სიყვარულის ისტორია მათ შორის, მაგრამ ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული, მართლაც ჩათვლის, რომ ჰარის და ჰერმაინის საიდუმლოდ უყვართ ერთმანეთი, ჰერმაინიც ვერ ახერხებს ხაზის გასმას რომ ჰარი უბრალოდ მეგობარია როცა რონი მიდის.

ყველა გავხალისდით ჰარის ცეკვაზე კარავში, რონი ხომ წასულია და ჰერმაინი და ჰარი ძალიან მოწყენილები არიან. it was kinda sweet ♥

აქ გაესვა ხაზი თუ რა კარგი მეგობრობა აკავშირებთ მათ.

მომეწონა სიკვდილის საჩუქრების მოყოლის ისტორიაც, პირველად იყო შემთხვევა, რომ მულტფილმი ფიგურირებდა ჰარი პოტერში ) კარგად ახსნეს სამივე ნაწილი და თუ რას წარმოადგენდა საბოლოო ჯამში ეს სიკვდილის საჩუქრები და ბარდი ბიდლის ზღაპრები. მომეწონა მედალიონის გავლენა და საბოლოოდ რონის დაბრუნების სცენაც ემოციური იყო. მედალიონის დამტვრევა და ილუზია ყოველთვის ასეთი წარმომედგინა )

ხანმოკლე მაგრამ ლამაზია გოდრიკ ჰალოუ. ნანგრევები თითქოს ჩემი წამოსახვიდან აეშენებინათ, ბათილდაც ისეთი შემაშინებელია, როგორიც უნდა იყოს. ნაგინის გამოჩენაზე კი ყველანი ვხტებით სკამებიდან)) freaked us out ))

მალოფის მამულიც კარგი გამოვიდა, მაგრამ ბელა უფრო დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ალბათ. კარგად ჩანს მალოფების სისუსტე, ლუციუსმა საბოლოოდ დაკარგა ის პატივი და რიდი რაც დასაწყისში ჰქონდა და დრაკოც სრულიად შეცვლილია, ორივე მსახიობი გენიალურად ასრულებს თავიანთ როლებს.

დასასრული საკმაოდ სევდიანი იყო, დობი ტრიოს გაქცევაში ეხმარება, აპარაციის დროს კი ბელატრისა დანის სროლას ასწრებს და იგი ჰარის ხელებში კვდება. მისი ერთ–ერთი ბოლო სიტყვები კი ისაა, რომ დობი თავისუფალი ელფია და ჰარი პოტერის და მისი კარგი მეგობრების დასახმარებლად მოვიდა 😦

ჰარი განრისხებულია, ბევრი კარგი მეგობარი დაკარგა და დობიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ სურს როგორც ადამიანს, და არა ჯადოქარს, ისე დამარხოს იგი. ასე სრულდება სცენა შელ კოტეჯში, ფლერის და ბილის სახლის წინ. ოლივანდერი, ლუნა, გრიფჰუკი, ჰარი, რონი და ჰერმაინი გადარჩენილები არიან, მათ სიცოცხლეს კი დობი შეეწირა.

“HERE LIES DOBBY, A FREE ELF” 😦

პირველი ნაწილის ფინალურ სცენაში ისევ ვოლდემორი ფიგურირებს, იგი პოულობს იმას, რასაც მთელი ფილმის  განმავლობაში ეძებდა და ამ დროს ჩნდება კითხვა – რა ბედი ეწევა ტრიოს?

ფინალი განსაკუთრებით დამაინტრიგებელია მათთვის, ვისაც წიგნიც არ აქვს წაკითხული და შემდეგი ნაწილის ნახვის სურვილს გიღვიძებს. სამწუხაროდ ეს სიამოვნება შემდეგი წლის ზაფხულამდე არ გველის, ასე რომ მოთმინება გვმართებს ))

ასევე დღევანდელ დღეს (26) გამართულ ოფიიციალურ პრემირის ივენზე ცოტა მოგვიანებით დავწერ )

ახლაც, რომ ვუფიქრდები, ყველაფერი იყო ზუსტად ისე, როგორც წარმომედგინა პირველად წაკითხვის დროს, რაც ძალიან იშვიათია. მეც კი არ მჯერა, იეიტსის ნამუშევარი ასე რომ მომეწონა)) ვისაც წიგნებიც გაქვთ წაკითხული და ფილმები ნანახი, ალბათ დამეთანხმებით, რომ იეიტსმა მე–5 და მე–6 ფილმებს უბრალოდ დასცინა. გასაგებია, რომ საკმარისი დრო არ ჰქონდა და დიდი წიგნები იყო, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც კარგი მომენტების გამოყენება შეეძლო, თავისი უაზრო ფანტაზია გამოიყენა და უარესი გააკეთა. not a big fan, obviously xD

ერთადერთი შენიშვნა რაც მაქვს, არის დადლის დამშვიდობების სცენა. არაფერი მოუვიდოდათ ორი სიტყვით რომ ეჩვენებინათ მისი მომბალი გული, რაც ძალიან საჭიროა ამ ფილმში. ასევე ისიც, რომ ჰარი ქორწილში ჰარი იყო და არა ბარნი ვიზლი. მეტი არაფერი განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამჩენია)

all in all, movie was freaking epic! კიდევ მინდა ნახვა და სიამოვნებით წავალ როცა საშუალება მომეცემა, მანმდე კი ნოსტალგია მომაწვა და ბოლო წიგნებს გადავიკითხავ ♥

როგორ მომნატრებია ჰარი პოტერი. ჩემი ყველაზე საყვარელი, გასაოცარი და სილამაზით მოცული მაგიური სამყარო, რომელიც ყველა ჩვენთაგანის – ამ წიგნის მოყვარულების გულებშია )


Advertisements

4 Comments

Leave a Comment
  1. meka / Nov 27 2010 11:54 pm

    ეხლა ვიტიერებ..

    როგორ მომნატრებია ჰარი პოტერი. ჩემი ყველაზე საყვარელი, გასაოცარი და სილამაზით მოცული მაგიური სამყარო, რომელიც ყველა ჩვენთაგანის – ამ წიგნის მოყვარულების გულებშია
    :(((

  2. mari / Jan 17 2011 12:55 pm

    ver gavie xo naxevari gavida kinoshi ?

    • ☼ Sani / Jan 18 2011 11:05 pm

      რას გულისხმობ? :reind:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: