Skip to content
October 28, 2010 / saniday

The Social Network – პრემიერა

ოქტომბერი უცნაური თვე აღმოჩნდა )) რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერი მომიგია, ამ თვეში მოვიგე xD + 18–ის გავხდი, ლოლ.

ჯერ იყოდა როგორც წინა პოსტში დავწერე, TBC Smart club-გან 13–ის ბილეთები მოვიგე, მერე GO! Electronics–ის გათამაშებაში ლეპტოპის ჩანთა და ახლა ეს ))

გუშინ შუადღით რუსთაველი/ამირანის ფეისბუქმა გამოაცხადა, რომ „სოციალური ქსელის“ პრემიერამ 1 დღით ადრე, ანუ 27ში გადმოიწია.

ვინც არ იცით, ეს ფილმი ფეისბუქის დამფუძლებნის Mark Zuckerberg–ის შესახებაა, როდესაც მან მისი თინეიჯერობისას ჰარვარდში ფეისბუქი შექმნა.

როგორც ფეისბუქის ერთგული ნარკომანი, რათქმაუნდა დიდი ხანია ამ ფილმზე წასვლა მინდოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს კრიზისში ვიმყოფები და სწორედ ამ დროს კინობლოგმა გამოაცხადა კონკურსი – მათ ფეისბუქის გვერძე, ნოუთში უნდა დაგვეწერა, თუ რას ნიშანავდა ჩვენთვის ფეისბუქი, ვისი კომენტარიც ყველაზე მეტ ლაიქს მიიღებდა, ის მოიგებდა 2 ბილეთს The Social Network–ის პრემიერაზე ))


მე დავწერე, რომ ფეისბუქი იყო ჩემი ცხოვრების წესი. (lame, I know xD)

მოგების დიდი იმედი არ მქონია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბლოგერმა ლენდიშამ გადაწყვიტა მონაწილეობა. (“I bet this comment can get more likes than others”) მიუხედავად იმისა, რომ წინა პროფილი დაურეფორთეს და 3.000 თუ რაღაც მეგობარი აღარ ყავს, მაინც ბევრი ხალხი იცნობს, მე კი პირიქით, უცხოების ჩამატება არ მიყვარს, ასე რომ არ მეგონა მოვლენები ასე თუ წარიმართებოდა 😀

25 ლაიქზე რომ ავედი, ლადოს უკვე 90 ქონდა და ამ დროს ვალზე დამიწერა დამნებდიო, ნუ ამან უფრო მომცა სტიმული, იმიტომ რომ  საკმაოდ ჯიუტი ვარ და ასე ადვილად არ ვნებდები.  ამიტომაც კონკურსის დასრულებამდე (00:00) მეგობრებს ვთხოვდი დამხმარებოდნენ მოგებაში. ისე ასეთი რამ საკმაოდ გამაღიზიანებელია, მესმის. ანუ სხვის ადგილას ალბათ არ მესიამოვნებოდა ვიღაც უცხოს რომ მოეწერა დამეხმარეო,(მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მაინც დავეხმარებოდი) და არც მინდოდა არავის შეწუხება, მაგრამ რადგანაც სხვა გზა არ იყო და ხალხის დახმარება მჭირდებოდა, ვისაც შევძელი ყველას ვთხოვე და გაამართლა ჩემმა ექვსას რაღაცა მეგობარმა, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. 

მართლა ძალიან დამეხმარნენ, ყველა ისე თბილად მპასუხობდა და მთავაზობდა, რომ სხვასაც თხოვდა დახმარებას ❤  ჩემთვის იწვალეს და მომაგებინეს, მათ ხომ არაფერი მომატებიათ ამით)) თან რომ იცი რომ სხვისთვის თითქმის უცხო ხარ და მაინც ასე თბილად გეხმარებიან, გიხარია ♥

you guys are best social friends and I love you )) ♥

ამ დროს რომ დავუფიქრდი, რას ვაკეთებ? ბილეთების მოგებას ვცდილობ ფილმზე, რომელიც ფეისბუქზეა და ვზივარ ფეისბუზე და ვეხვეწები მეგობრებს დამეხმარნონ, სასაცილოა ))

საღამოსკენ რადგან მეგობრები ყველანაირად დამეხმარნენ, ლადოს დავეწიე და გავუსწარი კიდეც. 12 საათამდე  კი ორივე 170 ლაიქზე ავედით.

ბოლო წამებში ვერ გაიგებდი ვინ იგებდა და რომ გადაცდა თორმეტს, ისევ სხვებმა მახარეს – შენ მოიგე 4 ლაიქით, გილოცავო : ))

სამწუხაროდ კინობლოგს თვითონაც აღარ დარჩა პრემიერაზე ბილეთები, თორემ ბევრი ითხოვდა, რომ ლენდიშასთვისაც მიეცათ 2 ბილეთი, რაზეც მე ვთვლი რომ იმსახურებდა, მანაც ამდენი იწვალა ბოლო–ბოლო.

რაღაც ძალიან დაძაბული გამოცდილება იყო. ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ამდენს წვალობ და უკვე ის აღარ გახსოვს, რისთვის და რის გამო ))

როცა კონკურსი დამთავრდა, კლავიატურას ბუღი ასდიოდა, ხელებს ვეღარ ვგრძნობდი და სიცხემ ამიწია ))) თავი ისედაც მტკიოდა და მზად ვიყავი კლავიატურისათვის მერტყა ))

თავად ფილმის პრემიერაზე გუშინ მე და სალი წავედით, კინოს მოსაცდელში ყოფნის დროს ძალიან გავერთეთ, მაგრამ inside joke–ია და აქ დაწერა არ ღირს))

თითონ ამ ჯოუქის გამო უფრო სხვა დატვრითვა ქონდა ფილმს))

მართლა კარგი ბიოპიკი იყო, ზომიერად სახალისო, დრამატული, და უბრალოდ საინტერესო, კარგი ფილმი,  ფინჩერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი თვალით ეს ყველაფერი. მითუმეტეს თუ უფრო მეტი გაინტერესებს ფეისუბქის შესახებ, უნდა ნახო. მე მაგალითად მომეწონა თავად გმირები და ვთვლი, რომ მარკი ბევრ მის ნაცნობს თუ მეგობარს უსამართლოდ მოექცა. მაგრამ სპოილერობას არ ვაპირებ, ამიტომ უბრალოდ წადით და თავად ისიამოვნეთ ))

p.s. ყველაზე ირონიული კი ალბათ ისაა, რომ კონკურსის დღის ბოლოს ჰოროსკოპი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ დათმე შენი სიამაყე და დღეს დახმარება რომ დაგჭირდება მეგობრებს თხოვე,

არაფერი დაშავდება მაგითო და ამაზე მთელი ღამე მეცინებოდა,  irony much? : ))

2 Comments

Leave a Comment
  1. LiLaC / Oct 28 2010 8:06 pm

    mere 2 bileti tu moige, shen da landisha wadit :P:P

    • saniday / Oct 28 2010 8:15 pm

      ვიყავი უკვე ))
      და ლენდიშაც იყო :]

Leave a comment