Skip to content
June 6, 2010 / saniday

Remember Me.

არ მეგონა კონკრეტულ ფილმზე პოსტის დაწერა თუ მომინდებოდა.
კვირაში 10 ფილმს მაინც ვუყურებ, მაგრამ ჯერ არაფერი დამიწერია.
ახლა ძალიან მომინდა, იმიტომ რომ ამ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგანაც დილის ხუთ საათზე ამ პოსტს ვწერ…

ვისაც ჯერ ნანახი არ გაქვთ, არ წაიკითხოთ ეს პოსტი, უბრალოდ წადით და უყურეთ.

 

 

წინასწარვე ვიცოდი, რომ კარგი დრამა იქნებოდა.
ბევრ ნაცნობს ან მეგობარს კამრიპი ქონდათ ნანახი და მიყვებოდნენ თუ როგორ მოეწონათ
მე ვხვდებოდი, რომ რაღაც სენტიმენტალური მორიგი ამერიკული ფილმი არ იქნებოდა, ძალიან მინდოდა ყურება
ერთ–ერთი most awaiting movies ლისტში მქონდა, რანევეის გვერძე, და მიუხედავად კამრიპისა,
მაინც დვდის გამოსვლას ველოდი. მართლაც ძალიან კარგი ვქენი, რომ მოვიცადე – ფილმის წყნარად ყურებას არაფერი ჯობს.


ყველაზე მეტად ალბათ ის მომეწონა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტაილერის მამას არ შეეძლო
მისი შვილებისადმი სიყვარული ისე გამოეხატა, როგორც საჭირო იყო, ბოლოს მაინც დავიანხეთ, რომ მუდამ მათზე ფიქრობდა და ასე ვთქვათ cared about them.
+ ამას ბოლო ხანებში ის იყო და დაიწყო მცდელობა და…
მთლიანობაში ძალიან კარგად იყო ფილმი განაწილებული, საინტერესო პერსონაჟებით გაჯერებული და რაღაც დამაკმაყოფილებელი.
არაფერი იყო ისეთი, რამაც დამღალა ან ფილმის გადახვევა მომანდომა.
you’re just sitting there, satisfied with this fine movie.
some things just sound better in English, don’t you agree?
როდესაც ქეროლაინის ამბავმაც ჩაიარა, (იმ გოგოების ფანჯრიდან სროლა მინდოდა, ბავშვები ძალიან მაღიზიანებენ, ნუ რათქმაუნდა ქეროლაინისნაირი ჭკვიანი (მაგრამ მე მათნაირებს ბავშვებს არ ვუწოწებ) გამონაკლისები ბევრი მაქვს)
უკვე ვიცოდი რომ ის მომენტი უკვე მოახლოებული იყო,
ის უსიამოვნო დრო, როცა რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, დააღვიოს იდილია და ტრადიციული ჰეფი ენდი.
შემდეგ კი დაიწყო ეს სევდიანი თაიმლაინი და ელოდები, თან ვარაუდებს ალაგებ…
თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ რეჟისორი გვატყუებს, ყველამ ძალიან კარგადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება..
რა უნდა მოხდეს, ვინ მოკვდება?
იმის შემდეგ რაც მთავარი ორი როლის ვარაუდებს გავცდი,
რატომღაც ჩავთვალე, რომ თუ ესენი არა, იქნებ ქეროლაინია სუიციდისკენ მიდრეკილი ნათესაურად და მას მოუნდება თავის მოკვლა, თქო.
რათქმაუნდა მალევე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.
დასასრულს რაც შეეხება, ნამდვილად არ მოველოდი ამას, ასე რომ სრულიად მოულოდნელი იყო და ძალიან სევდიანი…

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ შთაბეჭდიელბის დაწერა მინდოდა ცხელ გულზე.
ძალიან ძალიან მომეწონა, კარგა ხანია ასეთი კარგი ფილმი არ მიყურებია.
რა ცუდია “კარგის” მეტი რომ არ გვაქვს ამდაგვარი არაფერი ლექსიკონში, ტავტოლოგიები და მომაბეზრებელი პოსტების წერა არ მიყვარს :/

ასევე სულ დამავიწყდა რაღაცის ხსენება, რაც ძალიან მინდოდა რომ მეთქვა.
რათქმაუნდა რობერტ პეტინსონი დიდად გულზე ბევრს არ ეხატება, (ის ხომ ბინდში თამაშობს და გოგოების გულები აქვს დაპტრობილი…) მაგრამ მგონი ეს პირველი ფილმია, სადაც სრულიად კმაყოფილი დავრჩი მისი მსახიობობით.
აქამდე იყო, რომ რაღაც–რაღაცეები რათქმაუნდა არ მომწონდა. ეს სულ სხვა შემთხვევაა, ეს არის რობის საუკეთესო როლი და საუკეთესო ფილმი.
ეს არ არის თვაილაითი. ეს ინდი ფილმია, რითიც ხალხს მართლა აფასებენ და უყვარდებათ.
ასე რომ მე ძალიან გამიხარდა რომ ტაილერის როლი რობმა აიღო. ემილიზე აღარაფერს ვიძახი, ისიც ძალიან მიყვარს და აქამდეც ვიცოდი ასეთი კარგი მსახიობი რომ იყო.

 

 

და ისევ იმას ვწერ რასაც ვფიქრობ)))
მოკლედ დიარ მკითხველებო, ვინც არ უნდა იყოთ
ბინდის ჰეითერები თუ არ ვიცი
უყურეთ Remember Me-ს! ❤

Advertisements

10 Comments

Leave a Comment
  1. Impolite / Jun 8 2010 12:47 pm

    Sad … :\

  2. Sally / Jun 9 2010 2:07 am

    ალბათ იმისი ბრალია ყველა რო იძახდა ვაიმე ეს რა მაგარი ფილმი იყოო მე რო არ აღვფრთოვანდი.რაღაც სხვა მეგონა.
    ჩემთვის ჩვეულებრივი ფილმი იყო მოულოდნელი და სევდიანი ფინალით.

    :უსერ:

  3. »♥» ana «♥« / Jun 11 2010 1:38 am

    მე,რომ ეიფორიაში ვიყავი შენ უნდა გენახა :დ :დ

    მართლაც იგივეს ვიძახდი,რომ დიდი ხანია ესეთი კარგი და ემოციებით სასვსე ფილმი რა მინახავს :შ

  4. Here Comes The Sun / Jun 23 2010 7:54 pm

    ეეე რა ძალიან მაგარი ფილმიი!!!!

    და მეც ძალიან ვნანობ რომ ქართულში სხვა სიტყვა კარგის გარდა არ არის ჩემი შთაბეჭდილების გადმოსაცემად!!!

    ძალიან მაგრად მომეწონა.. თავიდან ბოლომდე, ფილმის თითოეული დეტალი.. მეც შენსავით დიდი ხანი ველოდებოდი დვდ ვერსიის დადებას, ვერ ვიტან ფილმს რომ უყურებ და თან ვიღაცის ხველების ხმა რომ გესმის, თან როცა ესეღ ფილმს უყურებ…

    რაც შეეხება რობერტ პატინსონს ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ გაამართლა ჩემი მოლოდინი. არის ეს ბიჭი ნიჭიერი და თან ძალიან!!!
    მოკლედ ფილმით ძალიან ვისიამოვნე და ციზარმაცე, თორემ მინდოდა ერრთი პოსტის მიძღვნა ჩემთან,,,

  5. meka / Jun 26 2010 7:50 pm

    კარგი პოსტია, შოკისმომგვრელი დასასრული ქონდა მართლა, ყველაფერს ვიფიქრებდი მაგის გარდა… :S

  6. anano0o / Jun 26 2010 10:17 pm

    martla magari filmiaa! bolos xmit vtirodi, ogond martla!!!

  7. სირიკო კუდუხოვი / Jul 12 2010 11:12 pm

    remember me-`shi sashinlad mshralad tamashobs… simpaTiuri bichia ubralod da didi araferi msaxiobi… sorry twilights fanebs…
    P.S. filmi mec momwons, sentimentebs migvidzebs :):(

    • saniday / Jul 13 2010 11:48 pm

      ლოლ
      არადა სულაც არ მიმაჩნია სიმპატიურად )))
      თამაში მომეწონა პირველად

  8. niinii / Aug 20 2010 1:27 am

    martla magari filmia,exla vuyureee. da kidev ertxel mzafrad ganvicade 11 seqtembris tragedia. ramdeni egeti udanashaulo adamiani daigupa:(da ramdeni adamianis axlobeli….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: